თურქი ხალხი დემოკრატიის სადარაჯოზე

Batum Başkonsolosluğu 16.08.2016

მაშინ, როდესაც2023 წლისათვის თურქეთის
რესპუბლიკამისი დაარსების 100
წლისთავისაღსანიშნავად
ემზადება, ამა წლის 15 ივლისის ღამით გადატრიალების მცდელობას ჰქონდა ადგილი. საყოველთაოდ ცნობილია, რომ თურქეთს ჰყავს პრეზიდენტი, რომელმაც საერთაშორისო
სტანდარტების შესაბამისად ჩატარებულ არჩევნებში
ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი მიიღო. ასევე, ჰყავს ხმათა უმრავლესობით არჩეული მთავრობა და პარლამენტი. ეს არის სახელმწიფო, რომელიც შედის მსოფლიოს

უდიდესი
ეკონომიკის მქონე ქვეყნების ოცეულში, მას მე-6 ადგილი უკავია მსოფლიოში ტურისტული პოტენციალით. ეს გახლავთ ქვეყანა, რომელმაც
შეიფარა
და უპატრონა 3 მილიონზე მეტ სირიელ ლტოლვილს. თურქეთს,
ეროვნული შემოსავლების მიხედვით
, მსოფლიოს დონორ ქვეყნებს შორის პირველი ადგილი უკავია და ყველა სფეროში განსაკუთრებული წინსვლა აღენიშნება.

პუტჩისტებს ეცვათ თურქული სამხედრო ორმები, იყენებდნენ თურქეთის არმიის თვითმფრინავებს
, ტანკებსა და იარაღს,
მაგრამ ეს არ იყო სამხედრო გადატრიალება, ვინაიდან აღნიშნულ მცდელობას მხარს
არ უჭერდა თურქეთის გენერალური
შტაბის
უფროსი და შეიარაღებული ძალების სარდლობა
. ბრძანებები არ გაცემულა სამხედრო იერარქიისა და თანამდებობრივი სუბორდინაციის შესაბამისად. სამხედრო ფორმაში ჩაცმული ტერორისტთა ერთმა ჯგუფმა ცრუ სწავლების ეგიდით მობილიზებულ ჯარისკაცებთან ერთად განახორციელეს უპრეცენდენტო ღალატი, რომლის მსგავსი არ მოიძებნება თურქეთის ისტორიაში. გადატრიალების მცდელობა, რომელსაც მხარს არ უჭერდა თურქეთის



არმიის უმრავლესობა, ხალხი,სამთავრობო
უწყებები, პოლიტიკური პარტიები და მასმედია,წარუმატებლობისათვის
იყო განწირული და ასეც მოხდა.

გადატრიალების მცდელობის პირველივე
წუთებში ქუჩებში გამოსული ხალხის რაოდენობა თურქეთის პრეზიდენტის მოწოდების შემდეგ უფრო მრავალრიცხოვანი გახდა და წინააღმდეგობა გაუწია
პუტჩისტებს. შეუიარაღებელი ხალხი ტანკებზე ადიოდა,
წინ უწვებოდა, იარაღს მკერდით ეფარებოდა. სატელევიზიო

არხები აშუქებდნენ თუ
რა ხდებოდა ქუჩებში. შვებულებაში მყოფი პარლამენტი შეიკრიბა, კომპეტენტური პირები და
პოლიტიკური პარტიების
ლიდერები გმობდნენ
გადატრიალების მცდელობას. იყო მოლოდინი, რომ სახელმწიფოს ინტერესების

გათვალისწინებით, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილე პუტჩისტთა ჯგუფი უკან დაიხევდა, თუმცა
ასე არ მოხდა.

ცივილიზებული მსოფლიოს თვალწინ, თურქი ხალხის მიერ გადახდილი გადასახადებით, ქვეყნის

დასაცავადშეძენილმა ტანკებმა, გადაუარადაუცველ თურქეთის
მოქალაქეებს. თურქულ დროშიანმა თვითმფრინავებმა და ვერტმფრენებმა დაბომბეს თურქული დემოკრატიის გული - თურქეთის პარლამენტი, პრეზიდენტის სასახლე, უსაფრთხოებისა
და დაზვერვის ერთეულები და
მშვიდობიანი მოსახლეობა. თურქულ სამხედრო ფორმაში შემოსილმა ტერორისტებმა თურქ ხალხს - განურჩევლად კაცისა, ქალისა
და ბავშვისა,ცეცხლი გაუხსნეს, სცადეს პრეზიდენტის ლიკვიდაცია, შეიჭრნენ და დაიკავეს სატელევიზიო არხებისა და ოფიციალური დაწესებულებების შენობები
.

მაშ,
ვინ არიან ეს პუტჩისტები, რომლებმაც სასიკვდილოდ გაიმეტეს თავისი ხალხი?

მათთვის, ვინც თვალყურს ადევნებდა თურქეთში განვითარებულ მოვლენებს პირველივე წუთებიდან გასაგები გახდა, რომ გადატრიალების მცდელობის უკან იდგა

ტერორისტულიორგანიზაციაფეტო. დაკავებული პუტჩისტების ჩვენებებმა მთლიანად გააქარწყლა შესაძლო ეჭვები აღნიშნულთან დაკავშირებით.

40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ზომიერი პოზიციით ცნობილი
საგანმანათლებლო
დაწესებულებების მეშვეობით ჩამოყალიბებულ
ფეტო-ს გააჩნდა სახელმწიფოს ხელში ჩაგდების გეგმა, რაც
არსებითად
ცოტა ხნის
წინ გამოვლინდა. შესაბამისად მთავრობამ
დაიწყო აღნიშნული დაჯგუფებისგან
სახელმწიფო დაწესებულებების გაწმენდა. როცა
ფეტო-ს წარმომადგენლებმა დაინახეს
40 წლიანი შრომა წყალში ეყრებოდათ, ბოლო დარტყმით გადაწყვიტესსახელმწიფოს ხელში ჩაგდება, მაგრამ
როგორც ამ ტერორისტული დაჯგუფების მეთაურმა
თავისი მომხრეების
გაფრთხილების მიზნით განაცხადა „ინკუბატორიდან დროზე ადრე გამოსვლით„
განადგურდნენ.

თურქმა ხალხმა ქუჩებში გამოჩენილი გმირობის უბადლო მაგალითებით
15 ივლისის
ბნელი ღამის
ნათელ დილად გადაქცევა მოახერხა
. სამწუხაროდ, დაიღუპა 240
ჩვენი მოქალაქე, მათ შორის 170 მშვიდობიანი
მოქალაქე, 2195
ჩვენი
მოქალაქე გახდა ვეტერანი. იმ ღამეს ქუჩაში გამოსული ხალხი,
10 აგვისტომდე ავსებდნენ მოედნებს და იდგნენ დემოკრატიის სადარაჯოზე.

ამ შეკრებებიდან ყველაზე მასშტაბური, გაიმართა 2016 წ. 7 აგვისტოს სტამბოლში. სხვადსხვა პოლიტიკური შეხედულების, ქალი-კაცი, მოხუცი-ახალგაზრდა, დაწყებითი განთლების მქონე თუ პროფესორი, მსახიობი-მოვაჭრე, მოკლედ, რომ ვთქვათ თურქული საზოგადოების ყველა ფენის დაახლოებით 5 მილიონი ადამიანი თურქული დროშის ქვეშ გაერთიანდა. მათთან ერთად, თურქეთის 80 პროვინციის მოედნებზე იმავდროულად შეკრებილი მოქალაქეების ჩათვლით, მთელი თურქეთი ფეხზე იდგა.

თურქეთის პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, ოპოზიციური პარტიების ლიდერები და გენერალური შტაბის უფროსი ყველა ვინც საზოგადოებას მიმართავდა ერთ რამეს აცხადებდა, რომ ჩვენს ხელმძღვანელებს


ჩვენ განვსაზღვრავთ და სხვას
ძალადობით ვერავინ მოგვახვევს თავს.

გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყო
ფეტო-წევრების საჯარო
დაწესებულებებიდან განთავისუფლება, შესაბამისად ამ
ტერორისტული
ორგანიზაციის სრული გაუქმებისაკენ მიმართული
ძალისხმევა გაზარდა. კანონის ფარგლებში მიღებული ღონისძიებების ოპერატიულად გატარების მიზნით გამოცხადებულ იქნა 3 თვიანი საგანგებო მდგომარეობა. თურქეთის


კონსტიტუციის ფარგლებში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა, გაუქმდება საჭირო პროცედურების დასრულებისთანავე და არანაირ
გავლენას არ მოახდენს
ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ფაქტობრივად, ბევრ ქვეყანაში სხვადასხვა პირობებში საგანგებო
მდგომარეობის
პროცესი მოქმედებს. ბოლო
დროს ბელგიასა
და საფრანგეთშიმომხდარი ტერორისტული
აქტების შემდეგ, ქვეყნების ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. საფრანგეთმა 2015 წ. ნოემბერში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა,
ნიცაში მომხდარი თავდასხმის შემდეგ 2017 წ. იანვრამდე
4-ჯერ გააგრძელა.

გადატრიალების მცდელობამ თურქეთის ეკონომიკაზე მინიმალური
გავლენა მოახდინა. ჩვენმა მოქალაქეებმა გადატრიალების მცდელობის
შემდეგ, გადაცვალა
დაახლოებით 12 მილიარდი ა.შ.შ დოლარი
თურქულ ლირაზე, ამით კი, თავიდან აცილებულ იქნა ლირის გაუფასურება

დოლართან მიმართებაში. ამ პერიოდში ჩვენს ქვეყანაში გაიზარდა ექსპორტი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ეკონომიკის ყველა
მაჩვენებელსმოჰყვა დადებითი
ტენდენცია.

უკან მოტოვებულ ამ
რთულ პერიოდში, ჩვენი მეგობრების
მხარდაჭერაიყო ძალიან
მნიშვნელოვანი. 19 ივლისს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის წევრებთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ ჩვენს ქვეყანას, რაც სახელმწიფო გადატრიალების
მცდელობის შემდეგ ეს იყო პირველი ოფიციალური ვიზიტი პრემიერ
-მინისტრის
დონეზე. აღნიშნული ვიზიტი შევა ისტორიაში
როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი საქართველო
-თურქეთის
მეგობრულ ურთიერთობებში, ასევე ეს ვიზიტი მნიშვნელოვანია იმით, რომ
ყველა სფეროში ორმხრივი
ურთიერთობების შემდგომი
განვითარებისათვის მიღებული იქნა სხვადასხვა გადაწყვეტილებები.

ზემოთაღნიშნული მოვლენებისას თურქმა ხალხმა გადაიტანა ყველაზე დიდი ღალატი თავისი
ისტორიის განმავლობაში, თუმცა დაიცვა დემოკრატია და დღეს თურქეთი უფრო ძლიერი ქვეყანაა ვიდრე
15 ივლისის ღამემდე იყო.

თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ქ. ბათუმში

იასინ თემიზქანი




İlgili Dosyalar

ACARA GAZETESİ MAKALE.jpg

Atatürk

Pazartesi - Cuma

09:00 - 13:00 / 14:00 - 18:00

Konsolosluk Şubesi Vatandaş Kabul Saatleri: 09:00 - 16:00
1.01.2026 2.01.2026 Yılbaşı
7.01.2026 7.01.2026 Noel
19.01.2026 19.01.2026 Vaftiz Günü
3.03.2026 3.03.2026 Anneler Günü
8.03.2026 8.03.2026 Uluslararası Kadınlar Günü
20.03.2026 20.03.2026 Ramazan Bayramı
9.04.2026 9.04.2026 Şehitleri Anma Günü (GE)
10.04.2026 13.04.2026 Paskalya Bayramı
9.05.2026 9.05.2026 Zafer Bayramı (GE)
12.05.2026 12.05.2026 Aziz Andrea Günü
26.05.2026 26.05.2026 Bağımsızlık Günü
27.05.2026 27.05.2026 Kurban Bayramı
28.08.2026 28.08.2026 Meryem Ana Günü
14.10.2026 14.10.2026 Svetitskhoveli Bayramı
29.10.2026 29.10.2026 Cumhuriyet Bayramı
23.11.2026 23.11.2026 Giorgoba Bayramı